ქუთაისში წერეთლის ქუჩიდან ჯიბლაძის ქუჩაზე გადაადგილებისთვის
საპატრულო პოლიციამ ორი ავტომობილის მძღოლი დააჯარიმა.
მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები თამარ მეფის ქუჩის
მიმართულებით მოძრაობდნენ, რა დროსაც ისინი საპარტულო პოლიციის
ეკიპაჟმა დააჯარიმა.
ორივე ავტომობილის მძღოლს 20-20 ლარიანი საჯარიმო ქვითარი
გამოეწერათ.
ჯიბლაძის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა გასული წლის ოქტომბერში
აიკრძალა. ამ მოთხოვნით ადგილობრივებმა
ხელმოწერები შეაგროვეს. მათი თქმით, ორმხივი მოძრაობის დროს ჯიბლაძის
ქუჩაზე საავარიო შემთხვევები ხშირი იყო, ასევე იქმნებოდა
საცობებიც.
მასალის გამოყენების პირობები