ქუთაისის ცენტრალური ბულვარის დამცავ კედელს რეკონსტრუქციას
ჩაუტარებენ, რისთვისაც 48 114 ლარი დაიხარჯება.
პროექტი უკვე შესულია იმ ჩამონათვალში, რომელსაც საქართველოს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ქუთაისში
დააფინანსებს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ცენტრალური ბულვარის დამცავი
კედლის განახლება-შეკეთებისთვის ტენდერი უახლოეს მომავალში
გამოცხადდება.
ამ პროექტთან ერთად, მიმდინარე წელს ქალაქში გზის საფარის
რეაბილიტაცია
რამდენიმე ქუჩასაც ჩაუტარდება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ქუთაისში სულ 9 260
922 ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები