ახალი ამბები
ქუთაისში საბიბლიოთეკო კვირეული წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა
FaceBook
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა.

კვირეულის პირველი ღონისძიება წიგნის პრეზენტაციას და მთარგმნელ თამარ ალფენიძესთან შეხვედრას დაეთმო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ალფენიძე თურქოლოგი გახლავთ. მანვე თარგმნა ორჰან ფამუქის ტექსტები.

თუმცა შეხვედრა არა ორჰან ფამუქზე საუბარს, არამედ სხვა ავტორსა და ტექსტს დაეთმო. თამარ ალფენაძემ წარმოადგინა თურქი ავტორის აჰმედ მითათ ეფენდის რომანი "ქარველი ქალი ანუ შურისძიება" . ტექსტი ოსმალურიდან ითარგმნა.

"წიგნი ძალიან საინტერესოა. აღსანიშნავია რომ ავტორი საქართველოს შესახებ მხოლოდ დადებითს ამბობს და აღმატებით ხარისხში მოიხსენიებს. წიგნში მოქმედება საქართველოში ხდება და ქართლ- კახეთის სამეფო კარის რუსეთში გასახლების ისტორიას ეხება", - აღნიშნავს ბიბლიოთეკის აღმოსავლური კულტურის საინფომაციო ცენტრის ხელმღვანელი პროფესორი ლეილა ქველიძე.

წიგნზე ისაუბრა თავად მთარგმნელმაც.

„წიგნი ოსმალურიდან თარგმნეს თურქულ ენაზე თუმცა არასრულად. ტექსტის თურქულ ვარიანტს აკლია ორიგინალიდან 80 გვერდზე მეტი, ასევე არის რიგირ უზუსტობებიც", - აღნიშნა თამარ ალფენაძემ.

საბიბლიოთეკო კვირეული საქართველოს ამსშტაბით იმართება. ქუთაისში იგი კიდევ 5 დღეს გაგრძელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.