ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის 13 აპრილს,
ნაძვის
ხეები მოჭრეს ხუთსართულიანი სასტუმრო აშენდება.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს თან ომარ თოთაძემ განუმარტა, რომელიც მიწის
ნაკვეთის მესაკუთრეა. მისი თქმით, სასტუმროს პირველ-ორ სართულზე
კომერციული ფართი, ხოლო დანარჩენებში სასტუმრო იქნება.
მოჭრილი ნაძვის ხეები ნინოშვილის ქუჩაზე
"შენობის პროექტი ჯერჯერობით არ არსებობს. ვფიქრობ, ორ-სამ
თვეში წარვადგენ მერიაში. ხეები იყო შუაგულში, სადაც სასტუმროს
ვაშენებთ, ამიტომ მოვჭერით ორი ხე. ეს ფართი მცირეა სასტუმროსთვის,
ერთი 100 კვ. მ-ის დამატება კარგი იქნებოდა", - ამბობს ომარ
თოთაძე.
ომარ თოთაძემ ნინოშვილის ქუჩა #61-ში მდებარე 155,0კვ მ მიწის ნაკვეთი
გასულ წელს აუქციონზე შეიძინა.
ქუთაისის მერიიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ქონების საწყისი
ფასი 19 375 ლარს შეადგენდა, ხოლო გასული წლის 16 დეკემბერს
გამარტულ აუქციონზე ომარ თოთაძემ ის 22 375 ლარად
შეიძინა. შეთავაზების შემდეგ გახდა გამარჯვებული.
ომარ თოთაძეს ამ ობიექტის გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზე,
კერძოდ, ნონოშვილი ქუჩა #59-ა-ში 202,0 კვ.მ. მიწის
ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2014 წელს ესეც აუქციონზე შეიძინა.
მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მიწის ნაკევთის
საწყისი ღირებულება აუქციონზე 18 382 ლარს შეადგენდა,
რომელიც თოთაძემ 2014 წლის 23 იანვარს 20 382 ლარად
შეისყიდა.
ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე
2 ნაძვის ხე მოჭრეს.
"ნარმანია გახდა ქუთაისის მერი თუ რა ხდება ამ ქალაქში. არ აქვს
მნიშვნელობა კერძო არის ნაკვეთი თუ საჯარო, მწვანე საფარი არ უნდა
განადგურდეს ასე", –ამბობს ქუთაისში მცხოვრები, ომარ გვიშიანი და
აღნიშნავს, რომ ხეების მოჭრა კერძო მესაკუთრემ ნებართვების დაცვით
განახორციელა.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ნაკვეთი კერძო
საკუთრებაშია და ამ შემთხვევაში არანაირ რეგულაციას არ
ექვემდებარება.
ამავე თემაზე:
ქუთაისში ნაძვის ხეები მოჭრეს
მასალის გამოყენების პირობები