"ქუთაისის მერია ''ტორპედოს'' აუქციოზე გატანას აჭიანურებს''- ეს
განცხადება ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ქუთაისი ორგანიზაციასი
წევრმა, თემურ ცამციშვილმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, "ტორპედოს" ინვესტორი უკვე გამოუჩნდა, თუმცა,
ადგილობრივი თვითმმართველობა გუნდის გასხვისება ვერ
ახერხებს.
ცამციშვილის განმარტავს, რომ საფეხბურთო კლუბის გასხვისება
პირადი ინტერესების გამო ფერხდება.
"ამ დრომდე რატომ ვერ მოხდა ქუთაისის ტორპედოს გასხვისება? ინვესტორს
აქვს ინტერესი და ამ დროს ამ ინვესტიციაზე ამბობენ უარს. ეს
ლოგიკურად იწვევს პირადი ინტერესების არსებობის ეჭვს. კლუბის
გასხვისების შემთხვევაში, ქუთაისის მერიას 2 მილიონი ლარი
გამოუთავისუფლდება. ამ თანხის მოხმარება კი ქალაქის საჭიროებებისთვის
შეიძლება", - განაცხადა ბრიფინგზე გირჩის ქუთაისი ორგანიზაციის
წარმომადგენელმა, თემურ ცამციშვილმა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვა
ორშაბათს, 24 აპრილს მოვიდა, განსახილველად საკრებულოს უკვე გადაეცა
და სავარაუდოდ, აუქციონის წესით გაიყიდება. დასკვნის მიხედვით,
ტორპედო უძრავ - მოძრავით ქონებით დაახლოებით 15 მილიონ ლარად
შეფასდა. მათი განმარტებით, დროში გაჭიანურება სწორედ ამ პროცედურებმა
გამოიწვია.
ქუთაისის მერიამ "ტორპედოს" აუქციონზე გატანა მას შემდეგ გადაწყვიტა,
რაც გასული წლის დეკემბრის
თვეში ზაალ ჩაჩვამ კლუბი დატოვა.
არსებული ინფორმაციით, "ტორპედოს" ახალ ინვესტორსა და ქუთაისის მერიას
შორის შეთანხმება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ვერ მოხდა.
ზაზა ჩაჩავა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტად
2016
წლის 23 ივნისს დაინიშნა.
კლუბში ახალი ინვესტორის
მოსავლას ხმაურიანი პროცესები უძღოდა წინ.
"ტორპედო" ჯერ პრეზიდენტმა
თემურ ჩეჩელაშვილმა, მოგვიანებით კი
გუნდის კაპიტანმა და ორმა ფეხბურთელმა
დატოვა.
კლუბის პრეზიდენტად ამ დრომდე რჩება ზაალ ჩაჩავა, თუმცა,
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ იგი კლუბის მენეჯმენტისგან აუქციონის
დასრულებამდე დისტანცირებულია.
მასალის გამოყენების პირობები