"ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ადგილი სხვა რუკით გასაჩივრდა" - შოთა მურღულია
13:57 / 26.04.2017
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას
საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ მშენებლობა გააპროტესტა და
განაცხადა, რომ ბენზინგასამართი სადგური არა მესამე ზონაში, არამედ
მეორეში შენდება, რაც კანონდარღვევაა.
მისი თქმით მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მას სასამართლოში
სარჩელიც აქვს შეტანილი.
საკრებულოს დეპუტატი საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა ქუთაისის
მერმა შოთა მურღულიამ, რის შემდეგაც მერიის არქიტექტურის სამსახურის
უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა სხდომათა დარბაზში ქალაქის განაშენიანების
რუკა შემოიტანა.
"ეს არის ტყუილი, თვითონ ქალბატონი ნატოც შეცდა, რადგან სარჩელი სხვა
რუკის მიხედვით შეიტანა სასამართლოში. მას ეგონა, რომ ფასების
მიხედვით ხდება ზონის განსაზღვრა, სინამდვილეში ასე არ არის. მას არც
ჰქონდა ეს რუკა ნანახი", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭიშვილის განცხადებით, ქალაქის
განაშენიანების რუკის მიხედვით ბენზინგასამართი სადგური მესამე ზონაში
შენდება.
"ფასების რუკა სხვაა, იქ ცალკე ხდება ზონირება, ეს კი არის
არქიტექტურული რუკა, რომლის მიხედვითაც, ბენზინგასამართი
სადგური მესამე ზონაში მდებარეობს", - განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა
მოსახლეობამ რამდენჯერმე გააპროტესტა.
სასამართლომ მშენებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
უკვე შეაჩერა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები