საქართველოს პარლამენტმა ორ დეპუტატს ვადამდე უფლებამოსილება შეუწყვიტა. გიგლა აგულაშვილსა და თინათინ ხიდაშელს დეპუტატის მანდატი მინისტრის პოტზე წარდგენის გამო შეუწყვიტეს.
"დაუშვებელია მინისტრისა და პარალმენტის წევრის მანდატის შეთავსება საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, მათ ვადამდე უწყდებათ უფლებამოსილება", - განმარტეს პარლამენტის რიგგარშე სხდომაზე.
თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრისა და გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინიტრმა წარადგინა.
აღნიშნული კანდიდატურების დამტკიცება მინისტრის პოტსზე დღეს უნდა მოხდეს.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები