კონოთეატრ "საქართველოში", ბავშვთა აქტივობის გამო, უფასო სეანსი
დაამატეს.
კონითეატრში სულ ხუთი კინოჩვენება უნდა გამართულიყო. ბოლო მეექვსე
სეანსი 20:00 საათზე გაიმართება.
"პირველად ვართ აქ და დიდი მოლოდინი გვაქვს. ძალიან კარგია მსგავსი
ღონისძიებები ბავშვებისთვის," - ამბობს მოსწავლე, ანი გოგლიჩაძე,
რომელიც ამერიკული კინოს სანახავად წყალტუბოდან, მეგობრებთან ერთად
ჩამოვიდა.
უფასო კინოსეანსები "ამერიკის დღეების" კვირეულის ფარგლებში იმართება.
ის მიმდინარე წლის 24 აპრილს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში გაიხსნა. კვირეული 28 აპრილს გალა
კონცერტით დაიხურება.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური
ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები