მუსიკალური პროექტი "იმერეთის ხმის" გრან–პრის მფლობელი ნინი შონია
გახდა.
გამარჯვებული ხონის მუნიციპალიტეტიდანაა. ის ქუთაისის ოპერის თეატრში,
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ
დააჯილდოვა. ასევე, გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის
მფლობელებიც.
პროექტი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მესამე წელია
მიმდინარეობს და მასში რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტია ჩართული.
მიმდინარე წელს კონკურსში 41 ახალგაზრდა მონაწილეობდა. გამარჯვებულები
ჟიურიმ გამოავლინა.
მასალის გამოყენების პირობები