ტყიბულის სპორტის სასახლეში, კუნგ-ფუ ფაიტინგში, გელა გიორგაძის
ხსოვნისადმი მიძღვნილი იმერეთის პირველობა გაიმართა.
მასში ტყიბულის კუნგ-ფუსა და კარატეს სკოლები, ზესტაფონის 2 გუნდი,
ხარაგაულის კლუბი, თერჯოლის სკოლა, ამბროლაურის ნაკრები და ბაღდათის
გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირზე 74 მონაწილე 15 წონით კატეგორიაში გადანაწილდნენ.
ასპარეზობაში, ვაჟებთან ერთად, გოგონებიც ჩაებნენ.
გუნდური პირველი ადგილი ტყიბულის "ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლამ"
დაიკავა, მეორე ადგილზე, 4 ჩემპიონით, ზესტაფონის კლუბი "ავაზა"
გავიდა, ხოლო მესამე გუნდური ადგილის მფლობელი, 3 ჩემპიონით,
ხარაგაულის კლუბი გახდა.
პირველობაზე მონაწილე ჩემპიონები და პრიზიორები შესაბამისი ხარისხის
მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
იმერეთის პირველობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისა და
ტყიბულის "ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუ-ს სკოლის" ორგანიზებით
ჩატარდა.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები