ამერიკის დღეების ფარგლებში ქუთაისში, საჯარო ბიბლიოთეკის "ამერიკულ
კუთხეში" ქართველი ემიგრანტების ფოტოგამოფენა მოეწყო.
დამთვალიერებლებს ამერიკაში მოღვაწე ქართველების ფოტოების ნახვა
შეეძლოთ.
"ესენი გახლავთ ცნობილი ქართველი ემიგრანტები, რომლებმაც ამერიკის
ცხოვრებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და ამერიკის ისტორიაში
შევიდნენ, როგორც მწარმოებლები", - ამბობს ქუთაისის "ამერიკული
კუთხის" კოორდინატორი, ინგა ივანეიშვილი.
ამერიკის დღეების კვირეული დღეს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში
გაიხსნა. ის მიმდინარე წლის 28 აპრილს გალა კონცერტით
დაიხურება.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური
ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები