სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის, 2017 წლის გაზაფხულის ნაკადის
ფარგლებში, ვაკანსიებზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის 24 აპრილს
დაიწყო.
საქართველოს 28 აკრედიტებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის
დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, მაგისტრანტის ან დოქტორანტის
სტატუსის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფო ხელისუფლების
ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო
დაწესებულებში 1-დან 6 თვემდე ვადით სტაჟირება გაიარონ.
მსურველებს დარეგისტრირება ვებ-გვერდზე
stajireba.gov.ge
აქტივაციის პანელის დახმარებით მიმდინარე წლის 3 მაისამდე
შეუძლიათ.
სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან
ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები