სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების
შეძენა-შენახვისთვის, ერთი პირი დააკავეს.
1974 წელს დაბადებული ა.კ. პოლიციელებმა ლანჩხუთში აიყვანეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 168 აბი "სუბოსქინი"
ამოიღეს.
ა.კ.-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ნარკოტიკული თრობა
დაუდასტურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით
მიმდიანრეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკურლი
საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები