არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენია სახლია" ქუთაისის ვიცე-მერის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ქალაქში არსებული პარკირების ადგილები მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას გადაეცეს.
"ევროპა ჩვენია სახლია"-ს წარმომადგენელი გია გოქაძე აცხადებს, რომ პარკირების პირველი აუქციონის გამოცხადების დღესვე ცნობილი ერთლოტიანი აუქციონი გაუბედურებულ ქუთაისში არავის დააინტერესებდა.
"დღეს უკვე გასაგებია რა ყოფილა ამგვარი მოდელის მოფიქრების მიზეზი. მერი მურღულია და მისი მოადგილეები ბევრს რისკავენ, მათდა სამწუხაროდ ყველაფერი ზედაპირზე დევს და საზოგადოება დღითი დღე რწმუნდება რომ ეს ჯგუფი კერძო პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლადაა მოსული. წინასწარ ცნობილია, რომ კიდევ ერთი საწარმო, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე გაიხსნება, ქართული ოცნების აქამდე დაუსაქმებელი აქტივისტებით იქნება დაკომპლექტებული. მურღულია აგრძელებს ქუთაისის ბიძინაზე გადაფორმებას, სანოტარო ბიურო მერიის შენობაა.
პარკირების საგზაო ნიშანს "P"-ს თუ შეცვლიან და "
SH" -დ გადააკეთებენ უფრო ლოგიკური იქნება," - აცხადებს გია ქოგაძე.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 274 პარკირების ადგილზე აუქციონი 10 წლიანი ვადით დღეს მესამედ გამოაცხადა, რომლის წლიური გასახდელი თანხა 660 ათას ლარს შეადგენს.
ქუთაისში პარკირებისთვის 274 ადგილიდან, 197 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეციალური ადგილები მოეწყობა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი მესამედაც ჩაიშლება,
ქუთაისის მერია თავად დააფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც ქუთაისში პარკირების ორგანიზებას მოახდენს.
მასალის გამოყენების პირობები