ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი
გარდაიცვალა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 23 აპრილს ღამის საათებში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა
შეეჯახა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი შვიდი თვის ორსული
ქალბატონია.
შს სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,
რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები