მიმდინარე წლის 22 აპრილს ლატვიაში, რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა
ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ნანა ძაგნიძემ გაიმარჯვა.
სპორული საინფორმაციო პორტალის, sportall.ge ინფორმაციით, მე-11 ტურის
შეხვედრაში ქართველი მოჭადრაკე, შავი ფიგურებით, რუს ნატალია
პოგონინას დაუზავდა და 8,5-ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.
ჩემპიონატზე გადამწყვეტი წინა, მე-10 ტური აღმოჩნდა, რომელშიც
ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით პოლონელი მონიკა სოცკო დაამარცხა, 8 ქულით
პირველ ადგილზე დამკვიდრდა და მთავარ კონკურენტ რუს ალეკსანდრა
გორიაჩკინას ნახევარი ქულით გაუსწრო. გორიაჩკინამ ბოლო ტურში თავისი
შეხვედრა ყაიმით დაასრულა.
ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი ქალია, ვინც ევროპის ჩემპიონატზე
გამარჯვება შესძლო.
მასალის გამოყენების პირობები