"საქართველოს მოხალისეს" შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წლის 20
აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობა 16-დან 25 წლამდე პირებს შეუძლიათ.
მსურველებმა, რეგიონების მიხედვით, სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე
youth.gov.ge
უნდა შეავსონ. კონკურსის მეორე ეტაპზე სააპლიკაციო ფორმების
საფუძველზე შერჩეული კანდიდატები გადავლენ.
კონკურსანტები თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64
მუნიციპალიტეტიდან შეირჩევიან. თითო მუნიციპალიტეტიდან კი ორი
მოხალისე შეირჩევა.
პროგრამას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
"მოხალისეობის განვითარების პროგრამის" ფარგლებში ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები