ახალი ამბები
ქუთაისი-ლონდონი - პირდაპირი რეისები 18 ივნისიდან შესრულდება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით ახალი პირდაპირი ავიარეისები მიმდინარე წლის 18 ივნისიდან შესრულდება.

მგზავრებს ლონდონის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა უკვე ავიაკომპანია ვიზეარის საიტზე www.wizzair.com შეუძლიათ. ბილეთის ფასი 73.99 ლარიდან იწყება.

ქუთაისი-ლონდონის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი განცხადებით გამოეხმაურა.

"ბრიტანეთსა და საქართველოს მყარი მეგობრობა აკავშირებთ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კი იზრდება ბიზნესის, განათლების, სპორტის და ტურიზმის სფეროში. პირდაპირი ფრენები ბრიტანეთსა და საქართველოს უფრო დააახლოებს", - აღნიშნულია ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის ავიარეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

"ყველა ავიარეისი სრულდება 180-ადგილიანი აირბას A320 და 230-ადგილიანი აირბას A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით", - აცხადებენ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში".

"ვიზეარი" საქართველოდან 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში ახორციელებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.