აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო
პიკნიკი გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში, სასწავლებლის ეზოში განთავსებულია 15
სპეციალური კარავი, სადაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებს საკუთარი
ნამუშევრები, სწავლების მრავალფეროვნების შესაძლებლობი და ტექნიკა
აქვთ წარმოდგენილი.
"პროექტის იდეა არის ახალგაზრდებში მეცნიერების პუპულარიზაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველების სიკეთე გონებრივი და
ინტელექტუალური პოტენციალია, ჩვენი ახალგაზრდები ასეთი მეცნიერების
დარგებით ნაკლებად ინტერესდებიან. ჩვენი მიზანია მათი პოპულარიზაცია
მოვახდინოთ," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის
რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.
ღონისძიებაში იმერეთის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლის
მოსწავლეები მონაწილეობენ.
"ინფორმაცია გვქონდა ამ უნივერსიტეტზე. ჩვენ ჩამოვედით ზესტაფონიდან,
საინტერესოა ყველაფერი, რაც აქ არის გამოფენილი," - განაცხადა
ზესტაფონის კერძო სკოლა "ანაბასის" მოსწავლემ, ნია ღიბრაძემ.
სამეცნიერო პიკნიკის გახსნაში ქუთაისის მერიის, იმერეთის მხარის
გუბერნიის და განათლების და მეცნიერების სამინისტროს
წარმომადგენელებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონიძიება მიმდინარე წლის 22 აპრილს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები