ქუთაისში პარკირების ადგილების მოწყობის შემდეგ, მოქალაქეს პარკირებისთვის გამოყოფილ 274 ადგილზე,
10 თეთრად შეეძლება შეუზღუდავი დროით ავტომობილის დაპარკინგება.
აღნიშნულის შესახებ, ქუთაისის ვიცე–მერმა კოტე ქავთარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"მოქალაქე, რომელიც იყიდის წლიურ 40 ლარიან სააბონენტო ბარათს, ჩვენს მიერ ორგანიზებულ ადგილებზე შეეძლება ყოველდღიურად, შეუზღუდავი დროით 10 თეთრად მოახდინოს პარკირება,"– განმარტა კოტე ქავთარაძემ.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 274 პარკირების ადგილზე აუქციონი 10 წლიანი ვადით დღეს მესამედ გამოაცხადა, რომლის წლიური გასახდელი თანხა 660 ათას ლარს შეადგენს.
ქუთაისში პარკირებისთვის 274 ადგილიდან, 197 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეციალური ადგილები მოეწყობა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი მესამედაც ჩაიშლება, ქუთაისის მერია თავად დ
ააფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც ქუთაისში პარკირების ორგანიზებას მოახდენს.ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები