ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი 35 ოჯახის დაზიანებულ სახლის
სახურავს რეაბილიტაციას ჩაუტარებს.
ამ მიზნით ქალაქის მერიამ მიმდინარე წლის 20 მარტს 247 611 ლარის
ღირებულების ტენდერი (SPA170005907) გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია
სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების ავარიული სახურავების
რეაბილიტაციის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 29
სექტემბრის ჩათვლით განახორციელოს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა განაცხადები 2017 წლის
15 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ.
მასალის გამოყენების პირობები