მიმდინარე წლის 15-19 მაისს წყალტუბოში სპორტულ ნარდში საერთაშორისო
მედია-ტურნირი გაიმართება.
ღონისძიებას ორგანიზებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უწევს,
რომელიც მონაწილეთა მგზავრობას, სასტუმროში განთავსებას და ასევე,
კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას უზრუნველყოფს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მედია-ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის
40-მდე ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, "გარდიანი", "ლოს
ანჯელეს თაიმსი", "ნიუ იორკ დეილის" და სხვა ცნობილი გამოცემებია.
ჟურნალისტები, ასევე საქართველოს რამდენიმე რეგიონს
დაათვალიერებენ.
მედია-ტურნირთან ერთად, მიმდინარე წლის 10-14 მაისს თბილისში, სპორტულ
ნარდში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება.
ტურნირებს ორგანიზებას საქართველოს ნარდის კლუბი, ნარდის მსოფლიო და
ეროვნული ფედერაციები უწევენ.
მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი
წარმომადგენელი მიიღებს. ასპარეზობები ორ კატეგორიად -
პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის გაიმართება.
მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებთა
შეჯიბრებებიცაა გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები