ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "პოეზიის კლუბმა" აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
ილიაუნის "პოეზიის კლუბის" წევრებმა აწსუ-ს სტუდენტებს ახალი
კონკურსის "პოეზიის აფთიაქის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ორგანიზატორების თქმით, "პოეზიის აფთიაქში" ნაწარმოებების წარდგენა 30
წლამდე ასაკის ნებისმიერ მუსრველს შეუძლია.
"მას, ვისაც სურს პოეტური ტექსტები გაუზიაროს სხვას, შეუძლია ჩვენს
აფთიაქში წარმოადგინოს მისი პოეზიური ამბები. ნამუშევრებს სპეციალური
ჟიური შეაფასებს. სულ გამოვლინდება 7 გამარჯვებული, რომელსაც
სპონსორის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ. ასევე, გამოქვეყნდება
კრებული, სადაც ყველა მონაწილის ნამუშევარი შევა", - განაცხადა ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ცირა ბარბაქაძემ.
ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მონაწილეებს ევალებათ
განსაკუთრებული ემოციებისგან "პოეზიის აამბები" დაამზადონ, რომელიც
მკითხველზე იმოქმედებს.
"ჩვენს ირგვლივ უამრავი ახალგაზრდაა, რომელიც წერს, უყვარს პოეზია და
მათთვის ძალინ ღირებულია ამ პროექტში მონაწილეობა," - აცხადებენ
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები.
"პოეზიის აფთიაქში" ნაწარმოებების წარდგენა 2017 წლის 7 მაისამდე
შესაძლებელია მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
სპეციალურად
შექმნილი ჟიური კი გამარჯვებულებს მიმდინარე წლის 28 მაისს
გამოავლენს.
მასალის გამოყენების პირობები