კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტში
აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა.
თანამედროვე სტანდარტების მრიცხველები ქალაქ ვანისა და
მუნიციპალიტეტის 27 სოფლის მოსახლეობას დაუმონტაჟდა.
ბოლო სამუშაოები სოფელ ყუმურში მიმდინარეობდა. კომპანიაში
განმარტავენ, რომ ადგილობრივები მოხმარებული ელექტროენერგიის
საფასურის გადახდას საკუთარი მრიცხველების ჩვენების მიხედვით მომავალი
თვიდან შეძლებენ.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან
ერთად განახლდა ქსელის ინფრასტრუქტურაც.
ამ დროისთვის ვანის მუნიციპალიტეტში 10 650 აბონენტია
გამრიცხველიანებული.
"ენერგო პრო ჯორჯის" ქუთაისის სერვისცენტრის მონაცემებით, იმერეთის
რეგიონში, ჭიათურისა და საჩხერის გარდა, ინდივიდუალური მრიცხველებით
210 000 აბონენტი სარგებლობს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ გამრიცხველიანების გარეშე დარჩენილია 22
სოფელი, სადაც 2 670 აბონენტია. მათივე ცნობით, გეგმის მიხედვით, 2017
წლის ივლისის ბოლოს ყველა აბონენტი გამრიცხველიანებული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები