ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის
აღსანიშნავად ქუთაისში კინო "საქართველოში" უფასო კინოჩვენები
გაიმართება.
მიმდინარე წლის 25 აპრილს 10:00 საათიდან საღამოს 20 საათამდე
რამდენიმე ამერიკული ფილმის ჩვენება მოხდება.
ფილმები "ალადინი", "ნიუზის", "პირადი მცველი", "სასიკვდილო იარაღი 3"
და "ბეტმენის დაბრუნება" ინგლისურად ქართული სუბტიტრებით იქნება
ნაჩვენები.
კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.
აშშ - სა და საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის იუბილის აღნიშვნა
ქუთაისში მიმდინარე წლის 24 აპრილს დაიწება და 28 აპრილს გალა
კონცერტით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები