ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტთან მომხდარი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა.
შემთხვევა 14 აპრილს, გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ავტომობილი გზის სავალი
ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი პირი დაშავდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
276-ე მუხლით, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლოატაციის წესების დარღევას გულისხმობს,
რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები