იგი დაკარგულად ითვლებოდა და ჩიკაგოს ოპერის თეატრის ნესტიან სარდაფში
იპოვეს.
ხელოვნების ეს ნიმუში მსოფლიოში ზომით უდიდესია. მისი სიგრძე 59
მეტრია, სიმაღლე 14 მეტრი (ადვილად რომ წარმოვიდგინოთ, 16-სართულიანი
სახლის სიგრძის).
მისი დახატვა ჯენ სტიკამ, ფრანგ-პოლონელმა მხატვარმა (1858-1925) 1894
წელს დაიწყო თავდაპირველი სახელით "გოლგოთა".
მანამდე, შეკვეთის დაწყებამდე, იმოგზაურა იერუსალიმსა და რომში -
ესკიზების მოსამზადებლად, - შეისწავლა ქრისტეს დროს როგორი იქნებოდა
გოლგოთას პლატო. ის კი არადა, მისი პალიტრა აკურთხა მაშინდელმა რომის
პაპმა - ლეო მეცამეტემ.
პირველად, ეს ნახატი ვარშავაში გამოიფინა 1897 წლის 22 ივნისს, და
იმოგზაურა მთელს ევროპაში, ევროპის ყველა დიდ ქალაქში, სანამ 1904
წელს სანტ-ლუისის მსოფლიო გამოფენაზე მოხვდებოდა.
ნახატი ჩამორთმეულ იქნა - რადგან მხატვრის ამერიკელმა პარტნიორებმა არ
გადაიხადეს საბაჟო გადასახადები და - ეს შედევრი დაიკარგა და
დაკარგულად ითვლებოდა მთელი 40 წელიწადი.
1944 წელს იპოვეს და გაგიკვირდებათ, როგორ.
დახვეული იყო ტელეფონის რაღაც ბოძზე და საკმაოდ დაზიანებული,
სიცოცხლეჩამქრალი, ლპებოდა ჩიკაგოს ოპერის ნესტიან სარდაფში.
ხოდა, ერთი ამერიკელი ბიზნესმენი, ჰუბერტ ითონი, ადგა და შეიძინა ეს
ნახატი და მისი აღდგენა თავად მხატვრის ვაჟს, ასევე მხატვარს, ადამ
სტიკას ანდო.
დღეს ეს ნახატი "ჯვარცმის" სახელითაა ცნობილი და ჰოლივუდში, ფორესტ
ლოუნ სასაფლაოს მუზეუმშია მუდმივ ექსპოზიციად.
მისი მხატვარიც კი, ბიზნესმენმა 1959 წელს რომიდან შეერთებულ შტატებში
გადმოასვენა და ახლა იქვე, უდიდეს მავზოლეუმშია დასვენებული ელიზაბეთ
ტეილორის, მოქანდაკე ბორგლუმის და სხვათა გვერდით.
მასალის გამოყენების პირობები