ქუთაისში 16-17 აპრილს საქალაქო ტრანსპორტი სასაფლაოების
მიმართულებით 9:00 საათიდან 13:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს. უკვე
დადგენილია სააღდგომოდ ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულელები:
მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან ავტობუსები და მიკროავტობუსები
ქალაქის ცენტრალური მოედნიდან (ე.წ სვეტებიდან) სასაფლაოების
მიმართულებით.
ასევე, უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს ოღასყურას სასაფლაოდან ქვიტირის
სასაფლაოს მიმართულებით და საფიჩხიიდან გორა საქუსლიას სასაფლაოს
მიმართულებით.
მერიის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ 16-17 აპრილს ქალაქში
დანიშნული უფასო ტრანსპორტის პარალელურად, საქაალაქო ტრანსპორტი ჩვეულ
რეჟიმში იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები