იტალიაში გარდაცვლილი
ტყიბულის მკვიდრის, ნაილი ნემსიწვერიძის ცხედრის
გადმოსვენების ხარჯებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაიღებს.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან
უერთიერთობის სამსახურში განუმარტეს.
"მოქალაქეს, რომელიც გარდაიცვლება საზღვარგარეთ, მით უფრო თუ მის
ოჯახს გადმოსვენების საშუალება არ აქვს ვეხმარებით. ამისთვის ოჯახმა
უნდა მოგვმართოს განცხადებით. ამ შემთხვევაშიც წერილი შემოვიდა.
პირველი რეისი როგორც კი იქნება გადმოასვენებენ", - ამბობს უწყების
საზოგადოებასთან და მედიასთან უერთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი
მარი ნარჩემაშვილი.
გარდაცვლილის ცხედარი ამჟამად რეჯო კალაბრიის პროზექტურაშია
გადასვენებული.
გარდაცვლილის მუღლემ, ემზარ წულუკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს
ცხედრის გადმოსვნების თხოვნით გუშინ 13 აპრილს წერილობით მიმართა.
ტყიბულის რაიონის, სოფელ გელათში მცხოვრები 49 წლის ნაილი
ნემსიწვერიძე, 12 აპრილს, იტალიის ქალაქ რეჯო კალაბრიას ერთ-ერთ
საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, ნაილი
ნემსიწვერიძე ლეიკემიის მძიმე დიაგნოზით რამდენიმე დღე რეანიმაციულ
განყოფილებაში იყო მოთავსებული. მეზობლები ჩვენთნ საუბარში
განმარტავენ, რომ ის სამშობლოში დაბრუნებას უსახსრობის გამო ვერ
ახერხებდა.
ნაილი ნემსიწვერიძე იტალიაში ერთი წლის წინ სამუშაოდ წავიდა.
ლეიკემიის დიაგნოზი საზღვარგარეთ ყოფნისას, ჩასვლიდან რამდენიმე
თვეში, დაუდგინდა.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები