საქართველოს კულტურის სამინისტრომ მის სისტემაში შემავალ თეატრებში
დასაქმებული ადამიანებისა და კონკრეტულად მსახიობების საშუალო ხელფასი
გამოაქვეყნა.
ჩაამონათვალში აღნიშნულია, რომ ქუთაისის მესხიშილის თეატრში
დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 610 ლარი, ხოლო მსახიობების
საშუალო ხელფასი - 704 ლარია.
მსახიობებზე სხვადასხვა ოდენობის ხელფასი გაიცემა.
მსახიობებისთვის გაცემულ ყველაზე დაბალ ხელფასს - 375 ლარი, ყველაზე
მაღალს კი 1200 ლარი შეადგენს.
თეატრში არსებული სისტემის თანახმად, ხელფასი არ გაიცემა როლებში
დაკავების პრინციპის მიხედვით. მაგალითად, შესაძლებელია თეატრის
შტატში მყოფი მსახიობი რამდენიმე თვე არ იღებდეს მონაწილეობას არც ერთ
სპექტაკლში, თუმცა ხელფასს მაინც აიღებს.
თეატრში არ მოქმედებს საჰონორარო სისტემა.
"ხელფასები ზედმიწევნით არის გაწერილი და საჰონორარო სისტემას
შესაბამისად ვერ აამოქმედებ", - აღნიშავს თეატრის დირექტორი სულხან
გიგოლაშვილი.
მესხიშვილის თეატრის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 950 000 ლარს
შეადგენს, აქედან სახელფასო ფონდისთვის 895 000 ლარია
გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები