"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის
წარმომადგენლები, კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელად
ქუთაისის შესაძლო ამოღებას ეხმაურებიან. ისინი მიიჩნევს, რომ ეს
ქალაქისთვის კატასტროფა იქნება.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა შუშანიამ დღეს
ადგილობრივი ხელისუფლება ამომრჩევლის მოტყუებაშიც დაადანაშაულა.
"ქალაქის მერი და გუბერნატორი ერთ ხმაში გვიმტკიცებდნენ, რომ ამის
საფრთხე არ არსებობდა, მაგრამ კიდევ ერთხელ აპირებენ მოატყუონ
მოსახლეობა და არჩევნების მეორე დღესვე გადაიტანონ პარლამენტი. ეს
იქნება კატასტროფა ქუთაისისთვის. პარლამენტის გარეშე ქუთაისი დარჩება
გაუგებარი, ბუნდოვანი საუნივერსიტეტო პროექტის ამარა", - განაცხადა
გიგა შუშანიამ.
"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებას მოუწოდებს,
გაერთიანდნენ პარლამენტის ქუთაისში დარჩენისთვის საბრძოლველად, რაც
მათი თქმით, ქალაქის გადარჩენის ერთადერთი შანსია.
საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის
481
მუხლი, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრულია ქუთაისი,
შესაძლოა, შეიცვალოს და კონსტიტუციაში საკანონმდებლო ორგანოს
ადგილსამყოფელი საერთოდ არ იქნეს მითითებული.
მასალის გამოყენების პირობები