ჭიათურაში მადანის გადამამუშავებელ საამქროში გარდაცვლილი მუშის დაკრძალვის ხარჯებს შპს
"ჯორჯიან მანგანეზი" გაიღებს.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს კომპანიის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაქარია ზალიკაშვილმა
განუმარტა.
"მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. ადგილზე გარდაიცვალა საამქროში
დასაქმებული მუშა. ჩვენი კომპანია დაკრძალვის ხარჯებს სრულად
აანაზღაურებს", - ამბობს ზაქარია ზალიკაშვილი. ჭიათურის მადანი
შპს "ჯორჯიან მანგანეზის" დაქვემდებარებაშია.
საამქროში დასაქმებული მუშა სამუშო პროცესში მეექვსე სართულიდან
გადმოვარდა და
ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით
მიმდინარებს, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას
ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით
ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები