ახალ წყალსადენზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად,
თერჯოლის სოფელ ნაგარევში, 30 ოჯახი სასმელი წყლით იქნება
უზრუნველყოფილი.
ადგილობრივები მრავალი წელი წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილი.
ახალი წყალსადენი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თერჯოლის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათ ხუციშვილების
ოჯახში სიმბოლურად ონკანიც მოუშვეს.
მხარისა და ქალაქის წარმომადგენლებმა თერჯოლაში მიმდინარე კიდევ ერთი
ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულეს.
ქალაქის ცენტრში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელობის
მემორიალისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ადგილობრივ მეწარმეთა ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დღესვე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქალაქ
თერჯოლაში ლესელიძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც დამეწყრილი
მონაკვეთის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში იგეგემება გაბიონის მოწყობა და ბეტონის სამაგრი
კედლის გაკეთება. სამუშაოებისათვის საჭირო 130 000 ლარი
მუნიციპალიტეტის სტიქიის სალიკვიდაციო თანხებიდან გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები