გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
ნალექიანი ამინდი მიმდინარე წლის 13 აპრილმადე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში 9-11
გრადუსი იქნება. თუმცა, მთაში და მაღალ მთაში ჰაერი მხოლოდ 1-6
გრადუსამდე გათბება.
"მაღალ მთაში შესაძლოა მოთოვოს, მაგრამ დაბლობში ველოდებით ნალექს
წვიმის სახით", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენრტის ხელმძრვანელი, დოდო გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 11 და
13 აპრილს გამოიდარებს და ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება, თუმცა
მიმდინარე წლის 13 აპრილს, ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი და 15
აპრილამდე ტემპერატურა კვლევ დაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები