12 აპრილს, 17:00 საათზე, გალერეაში „ვარლა“ (ქუთაისი, ვარლამიშვილის
#16) გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ქუთაისელი მხატვრისა
და დიზაინერის, ლალი დათიაშვილი სიცოცხლის გადასარჩენად!
მხატვარი მიელოიდური მწვავე ლეიკემით (ბლასტების სიმწიფით) სიცოცხლეს
ებრძვის და საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.
მის დასახმარებლად, საქველმოქედო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი
იქნება 35 მხატვრის (ძველი და ახალი თაობის) ნამუშევრები.
საქველმოქმედო აქციაში ჩართვა და გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრების
წარდგენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
გამოფენაზე გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა მთლიანად
მოხმარდება ლალი დათიაშვილის მკურნალობას.
მასალის გამოყენების პირობები