ახალი ამბები
"ჩემი 4 წლის შვილი საქართველოსთვის საშიშია?" – ერაყელი სტუდენტი დახმარებას ითხოვს
FaceBook
ერაყელი სტუდენტის ოჯახს, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მიმდინარე წლის 7 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ესამ მუჰსენის ოჯახისთვის გაგზავნილ დოკუმეტში ნათქვამია, რომ დედა–შვილის მიმართ არსებობს "უცხოელთა და მოქალაქის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

კერძოდ, არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. გ პუნქტში წერია, რომ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

"საფუძველი წერია გადაწყვეტილებაში, რაც მათ ჩაბარდებოდათ. ამაზე მეტს იუსტიციის სამინისტრო ვერაფერს იტყვის", - განგვიმარტა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მარიამ სხილაძემ.

ესამ მუჰსენი საქართველოში სასწავლებლად 2013 წელს, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა.

ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე–4 კურსის სტუდენტია. მისი სპეციალობა ექვსწლიანია. ამიტომ სტუდენტს საქართველოში დარჩენა 2020 წლამდე მოუწევს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ბოლომდე შეძლებს თუ არა სწავლის დამთავრებას.

ოჯახმა ბინადრობის ნებართვის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე წლის 28 მარტს წერილობითი განცხადებით მიმართა.

"არაფერი დაგვიშავებია არასდროს არავისთვის და არ ვიცი რატომ გვიქმნიან სულ ასეთ პრობლემებს. ჩემი ოთხი წლის შვილი დავიჯერო საშიშია საქართველოსთვის და ჩემი მეუღლე? საქართველოს პრემიერ–მინისტრსაც მივწერე წერილი ტვიტერზე ამის შესახებ. გთხოვთ ყველას, მოგვეცით სწავლის დასრულების საშუალება. ჩემს ოჯახს ჩემს გარდა არავინ ჰყავს, ბავშვი ტირის, მამა უშეონოდ არ გამიშვაო ერაყში", – ამბობს ერაყელი სტუდენტი, ესამ მუჰსენი.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ოჯახისთვის გაგზავნილ დოკუმეტში აღნიშნულია, რომ შეუძლიათ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

ოჯახს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში აქვს.

მსგავსი გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსგან პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ 2015 წელს ქუთაისში მცხოვრებ ერაყელ სტუდენტებს, მათ შორის, ესამ მუჰსენსაც, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი უთხრეს. თუმცა,  მაშინ იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და სტუდენტებს, სასამართლოს ჩარევის გარეშე, ბინადრობის ნებართვა გაუგრძელეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.