ქუთაისში, საქველმოქმედო ორგანიზაცია "მომავლის ფონდის" წევრებმა 9
აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა სულებს პატივი
მიაგეს.
"საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და
დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება. ეს დღე ჩვენს მეხსიერებაში დიდი
ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება," - განაცხადა "მომავლის
ფონდის" დამფუძნებელმა, არჩილ ნიჟარაძემ.
ფონდი 2016 წლის 3 ოქტომბერს დაფუძნდა. მისი ძირითადი საქმიანობის
მიზანი ქველმოქმედება და უფლებათა დაცვაა.
9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა.
დღესვე მემორიალზე სანთლები ქუთაისის მერმა, ადგილობრივი
თვითმმართველობისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის
წარმომადგენლებმაც
დაანთეს.
9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები