9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს "ევროპული საქართველოს"
ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გია თევდორაძის თქმით, სიმბოლურია, რომ
წელს ეს ორი დღესასწაული (ბზობა) ერთმანეთს დაემთხვა.
"ისევე როგორც ქრისტეს გოლგოთის გზა დაიწყო იერუსალიმში დიდებით
შესვლით, ასევე 28 წლის წინ, 9 აპრილს დაიწყო ქართველი ხალხის ეკლიანი
გზა დამოუკიდებლობის გზაზე", - აღნიშნა გია თევდორაძემ.
9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ქუთაისის
ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებმაც.
მასალის გამოყენების პირობები