ახალი ამბები
ღია მაცივარი - გაუსაძლისი ცხოვრების სიცარიელე ფოტოგამოფენაზე
FaceBook
ღია მაცივარი - ამ სახელწოდების გამოფენა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ოჯახში არსებული  მაცივრების ფოტოები. მაცივრები, რომლებიც ისტორიებს ყვებიან და ფოტოილუსტრაციად იქცევიან ყოფითი პრობლემების საჩვენებლად.



მაცივრის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახების დიდ ნაწილს ბევრი რამ აქვს მაცივარში შესანახი. ხშირად მაცივარი ოჯახის წარსული ღირსეული ცხოვრების ნაშთს წარმოადგენს ან ამჟამინდელი გაუსაძლისი ცხოვრების სიცარიელეს ინახავს, აღინიშნა გამოფენაზე.



ისტორიებს ყვებიან თავად მაცივრების პატრონები:დევნილები,კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები, სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მეშახტეები და მაღაროელები. ეს ისტორიები ადამიანების გაუსაძლის პირობებს ასახავს.


ფოტოპროეტის ავტორი "ნეტგაზეთის" რეპორტიორი, გივი ავალიანი გახლავთ.

"მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სად და როგორ პირობებში ცხოვრობენ  ჩვენი თანამოქალაქეები. ჩვენი საინფორმაციო ველი გაჯერებულია იმ ინფორმაციით, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია. როდესაც მედია სიღარიბეზე საუბრობს ეს თხრობა ფრაგმენტულია დ ა ეხება კონკრეტულ ოჯახს, ზოგადად დამოკიდებულება და სახელმწიფო პოლიტიკაც არის ფრაგმენტული. ამიტომ ეს გამოფენა ამის მცდელობაცაა - ვისაუბროთ სოციალური სახელმწიფოს როლსა და მნიშვნელობაზე", - აღნიშნავს გივი ავალიანი.

გამოფენაზე ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრის წევრმა გიორგი ხასაიამ ისაუბრა თემაზე: "სხვისი გაჭირვების ყურებისას". იგი რეპრეზენტაციის პრობლემას შეეხო, როდესაც პრობლემებს სხვები წარმოადგენენ, როდესაც სხვის მაგივრად საუბრობს სამოქალქო საზოგადოება, ე.წ. ექსპერტები, მედია და ნაკლებად ისინი, რომელთაც უშუალოდ ეხება გაჭირვება, სიღარიბე თუ სხვა ტიპის პრობლემები.

"იქნებ  My Selfie რეჟიმიდან გადავიდნენ Our Selfie რეჟიმზე და ადამიანებისკენ მიმართონ ობიექტივი", - აღინიშნა შეხვედრაზე.

პროექტი განხორციელდა ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" დახმარებით და "ორბელიანი საქართველოს" პლატფორმის საშუალებით, შვედეთის მთავრობის მიერ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.