"ნატო"-ს კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შესაბამის თემატიკაზე კედელი
მოიხატა.
"დაუტოვე შენს ქალაქს" პროექტის ფარგლებში ქუთაისს კიდევ ერთი
მოხატული, ფერადი კედელი შეემატება.
"ესკიზი ორგანიზატორებისაა. ჩვენ ამით, იმის თქმა გვინდა, რომ
საქართველოს ერთი ნაბიჯი აკლია ნატომდე. 12 საათიც
სიმბოლურია და ნიშნავს იმას, რომ ყოველი ღამის 12 საათის მერე ახალი
დღე მოდის", - ამბობს მხატვარ-არქიტექტორი, გიორგი ყაველაშვილი.
პროექტი საქართველოს 10 ქალაქში, თბილისში, ახალქალაქში, ბათუმში,
გარდაბანში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მესტიაში, რუსთავსა და
ქუთაისში, ხორციელდება.
საუკეთესოდ შესრულებული ნამუშევრისთვის გამარჯვებული ევროპის ერთ-ერთ
ქვეყანაში მოგზაურობის სრული პაკეტით დაჯილდოვდება. მეტი NATO
საქართველოში, მეტი საქართველო
NATO-ში!
მასალის გამოყენების პირობები