ქუთაისში, "თიბისი გალერეაში", მწერლის, ოტია იოსელიანის წერილების
კრებულის პრეზენტაცია მოეწყო.
"წერილები დაჩის" - ასე დაასათაურა მწერალმა ათეულობით წერილი,
რომელიც მის შვილს, დაჩი იოსელიანს მიუძღვნა, თუმცა, მათი
გამოქვეყნება მის სიცოცხლეში ვერ მოესწრო.
წერილების ადრესატი და კრებულის რედაქტორი, დაჩი იოსელიანი, მიიჩნევს,
რომ ავტორს და ადრესატს მნიშვნელობა არ აქვს, როცა ტექსტი
ღირებულია.
"არ არის მნიშვნელოვანი, ვისია ნაწარმოები, რომელიც ფასეულია. თუ ასე
მიიღებს ამ წერილებს მკითხველი, ბედნიერად ჩავთვლი თავს, რომ ჩემი
წვლილიც არის ამ საქმეში", - ამბობს დაჩი იოსელიანი.
ეპისტოლარული ჟანრის კრებული, სადაც ფართო საზოგადოებისთვის
თითქმის უცნობი წერილები გამოქვეყნდა, გამომცემლობა "ინტელექტში"
დამზადდა.
"წიგნის ადრესატი, რა თქმა უნდა მწერლის შვილია, მაგრამ ეს არის
განზოგადებული თითოეულ ჩვენგანზე. შეგვიძლია წარმოვიდგნოთ, რომ
ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზე ჩვენ
გვესაუბრება ოტია", - ამბობს გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი
რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია.
წიგნი ასევე შეიცავს ფერად ილუსტრაციებს, რომლის ავტორიც მხატვარი,
დეა სოსელიაა.
წიგნში მოცემული ილუსტრაციების გამოფენა წიგნის პრეზენტაციის
პარალელურად მოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები