"კმარა სიჩუმე!" - მესხიშვილის თეატრში სპექტაკლი „შვიდის“ ჩვენება გაიმართა (ვიდეო)
19:17 / 07.04.2017
"კმარა სიჩუმე!" - ამ მოწოდებით დასრულდა სპექტაკლი შვიდი მესხიშვილის
თეატრის მცირე სცენაზე.
მანამდე სცენაზე შვიდმა ქუთაისელმა ქალმა შვიდი სხვა ქალის რეალური და
დრამატული ისტორიები წაიკითხა. ისტორიები, რომლებიც ქალთა მიმართ
ძალადობაზე, დისკრიმინაციაზე, გაუპატიურებაზე, იძულებით
პროსტიტუციაზე, ცემასა და მუქარებზე ყვებოდნენ. ეს ადამიანები მხოლოდ
იმიტომ იჩაგრებოდნენ, რომ ქალებად დაიბადნენ.
სიღარიბე, გაუნათლებლობა, უუფლებობა ხდება მათი ყოველდღიური
უბედურებების მიზეზი. "სიღარიბეს ქალს ჩვენს ქვეყანაში ქალის სახე
აქვს", "ქალები პირველი რასაც სწავლობენ შიშია", ამბობს სპექტაკლის
პერსონაჟები. ისინი ამ შიშს უპირისპირდებიან და დაპირისპირება პირველ
რიგში სწორედ დუმილის დარღვევაში გამოიხატა
რუსი, ავღანელი, კამბოჯელი, ნიგერიელი, ირლანდიელი, გვატემალელი და
პაკისტანელი ქალები ტრადიციით, კულტურით, სისტემით დანერგილ ძალადობას
წინააღმდეგობას უწევენ და სხვებსაც ხელს უწვდიან რომ საკუთარ
მჩაგვრელებს მოერიონ.
"შვიდს" ქუთაისელი შვიდი ქალი: ნინო თვალთვაძე, თეა ადეიშვილი, ესმა
ხეცურიანი, ლელა სებუა, ლია უკლება, მარიტა როხვაძე და სალომე
კუპატაშვილი განსახიერებსს.სპექტაკლის რეჟისორი ინგა მესხორაძე
გახლდათ.
პიესა 2007 წელს დაიწერა, მას შვიდი ავტორი ყავს და იგი ოცდაათზე მეტ
ქვეყანაში დაიდგა. პიესა ქართულად მწერალმა თამთა მელაშვილმა
თარგმნა.
სპექტაკლი ფემინისტური ფესტივალის ფარგლებში, პროექტის "ქალთა ფონდი
საქართველოში" შვედეთის საელჩოსა და "შვედური ინსტიტუტის" მხარდაჭერით
განხორციელდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები