პირველკლასელთა რეგისტრაცია 2017-2018 სასწავლო წლისთვის 10 აპრილს
დაიწყება.
რეგიტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება. I ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება
2017 წლის 10 აპრილს და დასრულდება 24 აპრილს.
პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, სადაც
რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ
სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია
ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის
პირველ კლასში.
II ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია – რეგისტრაცია იწარმოებს
2017 წლის 8 მაისის დილის 09:00 საათიდან 1 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I
ეტაპზე. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სსიპ განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად. ვებ–გვერდებზე:
www.mes.gov.ge.
III ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს და დასრულდება 30
ივნისს.
მესამე ეტაპზე მსურველები რეგისტრირდებიან მეორე ეტაპზე
გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების
მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს.
მასალის გამოყენების პირობები