პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამსვლა დასრულდა. გიორგი
მარგველაშვილის მოხსენებას ოპოზიცია და უმრვალესობა აფასებს.
"ვისურვებდი, რომ ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური,"
- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის გამოსვლა.
გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული
ინსტიტუციების განვითარება ყველა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან
შესამჩნევია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით კი, გიორგი
მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლაში მცდარი, არაობიექტური და ცალმხრივი
აქცენტები გააკეთა და ის, როგორც მხარე ისე წარმოჩინდა.
"უმრავლესობას უწოდებს როგორც საკუთარ თავში ჩაკეტილს, დიალოგის
არმოსურნეს და ეს მაფიქრებინებს, რომ მისი აქცენტები იყო რეალობას
აცდენილი. შეგვიძლია ფაქტებით ვისაუბროთ ქვეყანას რამდენად
მნიშვნელოვანი პროგერესი აქვს და პრეზიდენტს დაავიწყდა ან არ
გაიხსენა," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი არის საპირისპირო მხარეს და არ
არის ნეიტრალური შემფასებელი.
პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ კომენტარს "ევროპული საქართველოს"
წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია აკეთებს. მისი განმარტებით,
პრეზიდენტმა ძირითად აქცენტზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც
ქვეყანაში ხდება, თუმცა მისი განმარტებით, მთავარი პრობლემა
ხელისუფლების დამოკიდებულებაა.
"მთავარი პრობლემაა ის, რომ პრეზიდენტის გამოსვლას ხელისუფლება
უყურებს არა როგორც საშუალებას ისაუბროს მათზე, არამედ არ აღიარებს ამ
პრობლემებს. ვიცით ხელისუფლების რექციების, როდესაც კრიმინალის
პრობლემაა, ამბობენ, რომ მედიამ მოიგონა, როდესაც მედიის გამოწვევებზე
ვსაუბრობთ, ამბობენ, რომ ეს ოპოზიციამ მოიგონა. არ არსებობს ამ
პრობლემების სერიოზული აღქმა," - ამბობს ელენე ხოშტარია.
პარლამენტში ამ დროისთვის ორსაათიანი შესვენებ გამოცხადდა, როს
შემდეგაც პრეზიდენტის მოხსენების შესახებ დებატები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები