გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა
ქუთაისელების სურვილის გაჟღერებით დაიწყო.
"ქუთაისის მოსახლეობის სურვილია, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და
ცხარე კამათის შემდეგ მე მათ დავპირდი, რომ ამ სურვილს გავაჟღერებდი,"
- აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი თქმით, მან ამის შესახებ თავად
ქუთაისელებთან შეხვედრის დროს მოისმინა.
პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზში მყოფ მთავრობის წევრებს დიალოგისა და
ინსტიტუციონალური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
"სამწუხაროა, რომ მმართველმა ძალამ უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა
საკუთარ თავში. დავპირდი ხალხს, რომ ყველას პრეზიდენტი ვიქნებოდი და
ასევე, თქვენც ყველას მინისტრები ხართ,"- აღნიშნა პრეზინდენტმა.
მან, ასევე, მოწოდება საკონსტიტუციო კომისიის წევრების მისამართითაც
გააკეთა და აღნიშნა, რომ ხალხს უფრო მეტი დემოკრატია უნდა.
გიორგი მარგველაშვილი თავისი სიტყვაში პრეზიდენტის არჩევის წესს,
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას შეეხო.
პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას უმრავლესობისა და
უმცირესობის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსი, პრეზიდენტის
დაქვემდებარებაში მყოფი უწყებათა წარმომადგენლები და მინისტრები
უსმენენ.
მასალის გამოყენების პირობები