ახალი ამბები
ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა 10 აპრილს დაიწყება
FaceBook

ქუთაისის მერია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ნობათის დაარიგებას მიმდინარე წლის 10 აპრილს დაიწყება და სამი დღე გაგრძელდება.

სურსათების  გაცემა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოლკლორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდება.

ნობათების დარიგებას  ქუთაისი მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომოპანია "შპს ტენდერი 123" განახორციელებს.

თითო-თითო ცალი გაყინული ქათამი, შედედებული რძე,პასქა,  ზეთი, შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, კვერცხი, პურის ფქვილი, 2 კილოგრამი შაქარი  -  ამ პროდუქტებს მიიღებს  ქუთაისის მერიის მიერ შერჩეული  2 786 ბენეფიციარი.

"შპს ტენდერი 123"-ში  აცხადებენ, რომ ქუთაისში ნობათების მიღებაზე სულ 2 676 განაცხადი შევიდა, თუმცა მოგვიანებით მას კიდევ დაემატა შემწეობის მიმღებთა რიცხვი.

"ტენდერში ვაჭრობის შემდეგ, თანხები დაიზოგა , ამიტომ კიდევ დავამატეთ ბენეფიციარები და სულ 2786 ბენეფიციარი მიიღებს საარდგომო ნობათს", - ამბობს  "შპს ტენდერი 123" დირექტორი, ამირან ჩიტაშვილი.

"შპს ტენდერი 123" ნობათების დარიგებისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 77030.8 ლარს მიიღებს

როგორ ელოდებიან სააღდგომო ნობთებს ბენეფიციარები და რამდენად მნიშვნელოვნია ეს პროდუქტები მათთვის, ნახეთ ოთხშაბათს, 12 აპრილს  სიუჟეტი  ქუთაისიპოსტზე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.