პარლამენტის ქუთაისში დარჩენის საკითხის
განხილვას გეგმავს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია საქართველო პრეზიდენტთან,
გიორგი მარგველაშვილთან.
გოგი წულაის თქმით, ის ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტთან
შეხვედრას მიმდინარე წლის 5 აპრილს გეგმავს, როცა გიორგი
მარგველაშვილი ქუთაისში
ვიზიტს გამართავს.
"ქუთაისში უნდა დარჩეს პარლამენტი, არა ისე პარლამენტარები
ტურისტებივით რომ ჩამოდიან ქუთაისში და ერთ სულზე არიან პარასკევს
დააჭირონ გაზს ფეხი და გავარდნენ თბილისში. არამედ ყოველნაირი
დატვირთვით უნდა იმუშაოს პარლამენტმა. ყველაფერი თბილისში
წარმოუდგენელია იყოს. ამ საკითხებს ხვალ გიორგი მარგველაშვილთან
შეხვედრის დროს განვიხილავ", - განაცხადა პარტია "თავისუფალი
საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ.
მისი თქმით, მან პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით
ელექტრონულად ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო, რის შემდეგაც ის
მანიფესტს პარლამეტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ
მინისტრს და საკონსტიტუციო კომისიას გადასცემს.
მასალის გამოყენების პირობები