ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, მერიის შენობაში არსებული
ფარდებისა და ხალიჩების ორთქლით წმენდა-დეზინფექციის ჩასატარებლად
ტენდერს აცხადებს.
1 488 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე (SPA170005197)
წინადადების მიღება 5 აპრილის დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.
150 ცალი ხალიჩა, 11 ცალი ფარდა, 80 ცალი ნეილონის ფარდა და ერთი
კომპელქტი ტყავის სამეული - ამ ნივთების გარეცხვა- დეზინფექცია უნდა
უზრუნველყოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია
ვალდებულია ხალიჩებისა და სამეულის ორთქლით წმენდისა და დეზინფექციის
მომსახურება განახორციელოს მერიის და სტრუქტურული ერთეულების
ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო ფარდების რეცხვისა და ორთქლით
წმენდა-დეზინფექციისთვის განახორციელოს ფარდების მოხსნა,
ტრანსპორტირება, დარეცხვა-დასუფთავება და დამაგრება.
მასალის გამოყენების პირობები