ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ორმაისობის დღესასწაული შეაჯამა. მისი თქმით, გვირილობის დღესასწაული ორგანიზებულად და კრეატიულად ჩატარდა.
ქალაქის პირველი პირის განმარტებით, წლების განმავლობაში ასე ორგანიზებულად ორმასიობა არ ჩატარებულა.
"წლების განმავლობაში ასეთი ორგანიზბეული ორმასობა არ ჩატარებულა. გვქონდა 40 ღონისძიება, რომელსაც მერიის თანამშრომლები უწევდნენ ორგანიზებას. ამისთვის არავინ დაგვიქირავებია. ეს იყო იაფად ჩატარებული ორმასობა", - განმარტა ბრიფინგზე შოთა მურღულიამ.
ქალაქის მერის შეფასებით, ორმაისობას 10 000-მდე ადამიანი იყო გამოსული.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები