ძალადობა სტადიონზე – ქუთაისში საფეხბურთო გუნდების გულშემატკივრების დაპირისპირებას აკრიტიკებენ (ვიდეო)
13:36 / 05.05.2015
2 მაისს საფეხბურთო კლუბების, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრა, გულშემატკივრების დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საფეხბურთო გუნდების გულშემატკივრების დაპირისპირებას ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები ეხმაურებიან.
"ეს არის ძალადობა სტადიონზე, გულშემატკივრებმა ცემა–ტყეპა გამართეს, ეს ჩხუბი შეიძლებოდა მსხვერპლით დასრულებულიყო. ამიტომ, მივმართავ ხელისუფლებას, ამ ფანებს აეკრძალოთ თამაშზე დასწრება,"– ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" ხელმძღვანელი, გია გოქაძე. მიმდინარე წლის 2 მაისს, თბილისში გამართული თამაში 3:2 თბილისის დინამოს სასარგებლოდ დასრულდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები